სარალიძეების ოჯახის შემდეგ პატრიარქი დადუნაშვილების ოჯახს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ოჯახს შეხვდა. უწმინდესმა ლევან დადუნაშვილის მშობლები და ძმა მიიღო.
როგორც დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ, განაცხადა, პატრიარქმა ოჯახი დალოცა და სიმშვიდე უსურვა. ამასთან, უწმინდესმა მოკლული მოზარდის ოჯახს საჩუქრად კელაპტრები გადასცა.
მანამდე პატრიარქი შეხვდა ზაზა სარალიძეს, მის მეუღლეს და შვილს. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პატრიარქმა ისინი დალოცა.
კომენტარი