სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ავტომობილი “TATA” ჰაერის საშუალებით მოძრაობს

ახალი მოდელი “TATA Air Car” საწვავად ჰაერს მოიხმარს. ავტომობილისთვის შემქმნელებმა განსხვავებული ძრავი შექმნეს, რომელიც შემწოვის მეშვეობით დიდი რაოდენობის ჰაერს იწოვს და დიდი წნევის საშუალებით საწვავად მოიხმარს.

ინდური კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საწვავის ავზის სპეციალური ჰაერით შევსება სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ეს სიამოვნება კი სულ ორი ამერიკული დოლარი ეღირება. თუ ჰაერის საწვავის სადგურები ახლომახლოს არ აღმოჩნდება, მძღოლს სპეციალური ელექტრომოწყობილობის გამოყენება მოუწევს, რომელიც ავზს ჰაერით აავსებს. ამ შემთხვევაში კი ეს პროცედურა რამდენიმე საათს მოითხოვს.

ავტომობილის შემქმნელების თქმით, სავსე ავზი საკმარისია 200 კილომეტრის გასავლელად. დიდ სიჩქარეზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ქალაქში სამოძრაოდ აღნიშნული ავტომობილი უნიკალურია. წინასწარი ინფორმაციით, ახალი მოდელის ღირებულება ინდოეთში 11 000 ამერიკული დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავტობაზარზეც გამოჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100