ჩატარდება თუ არა საქართველოში MTV-ის როკ-ფესტივალი?
EurasiaNet: ბათუმში მსგავსი ღონისძიებისთვის მზადება არ იგრძნობა
საქართველოში MTV-ის სპონსორობით დაგეგმილი როკ-ფესტივალის ჩატარება ეჭვებს იწვევს. ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება EurasiaNet.org–ისსტატიიდან, სადაც ნათქვამია, რომ ხმები კონცერტის შესახებ თბილისში შარშან დეკემბერში გავრცელდა.
ყოფილ საბჭოთა კავშირში ის MTV-ის სპონსორობით გამართული პირველი ღონისძიება იქნებოდა და ქართველი ჩინოვნიკები იმედოვნებდნენ, რომ როკ-ფესტივალი მათ ქვეყანას ამ არაოფიციალური მუსიკის მოყვარულ ტურისტთა რუქაზე მოაქცევდა. MTV-ის ევროპის ქსელისა (MTV Networks Europe) და საქართველოს მთავრობის 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების (პირველი სამწლიანი ტრანში) კონტრაქტი სამ კონცერტს მოიცავდა, აქედან 2011 წლის კონცერტი ითვალისწინებდა გლობალურ სარეკლამო კამპანიას, მსოფლიო ს ერთ ან ორ საერთაშორისო პოპ-ვარსკვლავს და კერძო სპონსორების დაფინანსებას.
მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა, მაგრამ MTV ფაქტს საჯაროდ არ ადასტურებს. EurasiaNet.org-ის მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, MTV-ის ქსელმა ისიც კი არ დაადასტურა, საერთოდ ჩატარდება თუ არა მსგავი კონცერტი, როგორც ეს „2011 წლის ზაფხულის დასაწყისში“ შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში იგეგმებოდა. 4 მაისს MTV -ს დამფუძნებელმა კომპანია Viacom-მა EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ კომპანიის პოლიტიკა კრძალავს კომენტარის გაკეთებას ისეთ მოვლენებზე, რომლებიც ჯერ „არ გამოცხადებულა“.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის სპიკერმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ ახლა უკვე ივლისისთვის დაგეგმილი კონცერტის ჩატარება ძალაში რჩება და MTV განცხადებას ამ თვის ბოლოს გააკეთებს.
მაგრამ ბათუმში რეკონსტრუირებულ შავი ზღვის სანაპირო ქალაქში იმის არანაირი ნიშანწყალი არ იგრძნობა, რომ ქალაქი ტურისტული სეზონის პიკში ათასობით ახალგაზრდა მუსიკის თაყვანისმცემლის მასპინძლობისთვის ემზადება. აპრილში ადგილობრივი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა EurasiaNet.org-ს კონცერტების სხვადასხვა შესაძლო თარიღები აცნობეს, რომელიც ივნისის და აგვისტოს თვეებს მოიცავდა. ბათუმის სასტუმროების მფლობელებს, ღამის კლუბების მეპატრონეებსა და თბილისის ტუროპერატორებს მოსალოდნელი კონცერტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ.
ღონისძიება, რომელსაც MTV მალტაში ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის სახით აწყობს, არ არის იმ ტიპის მოვლენა, რომლიც ბოლო წუთს შეიძლება დაიგეგმოს. აჭარაში, სადაც ბათუმი მდებარეობს, დაახლოებით 7 000 სასტუმრო ოთახი და შეზღუდული რაოდენობის კაფეები და რესტორნებია – მწირი პირობები ადამიანთა იმ რაოდენობისთვის, რომელიც კუნძულ მალტაზე ათობით-ათასს აღწევს.
ქალაქის ყველაზე დიდმა სასტუმრო ”ბათუმის შერატონმა”, სადაც 202 ოთახია, არ უპასუხა ჩვენს თხოვნას MTV-სთვის მისი პირადი მზადების შესახებ მოეთხრო.
გაურკვეველია ასევე სატრანსპორტო გადაადგილების გეგმა ბათუმისკენ და პირიქით.
გარდა ამისა, 3 ივლისს ქალაქის „პიაცაზე“ 1980-იანი წლების პოპ-ლეგენდის სტინგის და ამერიკელი ინსტრუმენტალისტის კრის ბოტის კონცერტი იგეგმება, ჯაზის საერთაშორისო ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა დიასამიძემ EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ მას არ შეუძლია MTV-ს კონცერტის თარიღის ან ღონისძიებისთვის მზადების შესახებ კომენტარის გაკეთება, რადგან ამ საკითხზე თბილისში ცენტრალური მთავრობა მუშაობს.
კომენტარი