სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორიდან გადმოყვანილი 4 წლის ბავშვი "ციციშვილში" გარდაიცვალა

გორიდან თბილისში გადმოყვანილი 4 წლის ბავშვი "ციციშვილის სახელობის კლინიკაში" გარდაიცვალა. კლინიკის კლინიკური დირექტორი, მაია ჩხაიძე აღნიშნავს, რომ სახეზე იყო ჩუტყვავილას ინფექცია, რომელიც 7 დღე, მაღალი ცხელებით და ზოგადიო ინტოქსიკაციით გრძელდებოდა.

"დილის 04:00 საათისთვის შემოვიდა 5 წლის ბავშვი, რომელიც მოიყვანა მშობელმა თვითდინებით, ბავშვი შემოვიდა კლინიკაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში პრაქტიკულად. ანამნეზის გამოკითხვის შემდეგ და არსებული მონაცემების მიხედვით დავრწმუნდით, რომ იყო ჩუტყვავილა, რომელიც გრძელდებოდა 7 დღე, მაღალი ცხელებით და ზოგადიო ინტოქსიკაციით. ბავშვის მდგომარეობა იყო უკიდურესი, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში შემოვიდა. ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. გვამი გადატანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გასაკვეთად" - აცხადებს მედიკოსი.

4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100