რეზო ჭეიშვილი: ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლა ჩვენთვის კატასტროფა იქნება
”ერთადერთი, ვისაც რუსეთის გამარჯვება სურს, რუსეთია.” -აღნიშნული განცხადება მწერალმა რეზო ჭეიშვილმა გააკეთა. რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საგაზეთო ინტერვიუთი ეხმაურება. ჭეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის სათავეში მოსვლას გამორიცხავს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქართველოს მდგომარეობის რადიკალურად უარყოფითად შეცვლას წინასწარმეტყველებს.
"ბიძინა ივანიშვილი არის ფულზე დამოკიდებული კაცი. ფული კი რუსეთშია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენთვის კატასტროფაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ავტომატურად დაბრუნდება რუსეთის იმპერიის საზღვრებში. იქ დაბრუნება კი უბედურებაა, ძლივს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ",-აცხადებს ჭეიშვილი ინტერვიუში და იქვე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ მისგან დავალებულია, წლების განმავლობაში გაჩემული დახმარების გამო.
"მინდოდა ხელი ჩამომერთმია ბიზნესენისთვის, თუმცა, მან ვერ მიცნო", - აღნიშნავს მწერალი.
კომენტარი