სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124 568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 387 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1 980 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 397 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 798 ადამიანი იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100