სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დააზიანეს. უცნობმა პირებმა შენობის ფასადზე არსებული მინა გატეხეს. სავარაუდოდ მისი ჩამსხვრევა სცადეს.

ოპოზიცია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. მირდატ ქამადაძის განცხადებით ოფისებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ხელწერაა.

შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100