„პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად, რას ქვია ტურისტი კარანტინში შემოვა?!“
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
„პირდაპირ ვეკითხები პაატა იმნაძეს: თქვენ ვის იგდებთ მასხრად?! რას ქვია – ტურისტი კარანტინში შემოვა?! თუ არ ხსნით ტურიზს, მაშინ გვითხარით, რომ სწორი მოლოდინები გვქონდეს და ისედაც დაქცეული ბიზნესებიდან ათასები არ გადავყაროთ წყალში თქვენს მიერვე დაწესებული უამრავი შეზღუდვის დასაკმაყოფილებლად!
რის იმედად ყელყელაობთ თქვენს მიერ გადარჩენილი პაციენტებით?! ეგ ჩვენი, ათასობით ქართველი მეწარმის გადარჩენილი ხალხია: რომ არა, ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახდები რითი და როგორ გადაარჩენდით იმ ხალხს, ერთი წუთით მაინც გიფიქრიათ?! და ჩვენ გავხდით თქვენი მასხრად ასაგდები?! კარგად ვერ გცოდნიათ, ვისი მასხრად აგდება განიზრახეთ!
ამ უმძიმეს სიტუაციაში ერთი წუთით არ დავწოლილვართ ტვირთად სახელმწიფოს: ჩემი შვილის სწავლისთვის დაზოგილი ფულით გადავუხადე თანამშრომლებს ხელფასები, რომ ის დახმარების ორასი ლარი, უფრო გაჭირვებულს შეხვედროდა.
ახლა აღმოჩნდა, რომ თქვენ შაყირობდით და ტურიზმი რეალურად არ იხსნება: რა პასუხი გავცე ჩემს თანამშრომელს, კორონაზე უფრო მძიმე სენით დაავადებული ოჯახის წვერი რომ ჰყავს და თქვენი წყალობით ახლა უხელფასოდაც და სახელმწიფოს დახმარების გარეშეც რომ დარჩება?! თუ, არა თქვენი პროფილის ათიათასობით პაციენტი “გკიდიათ”, იმიტომ რომ მათი წყალობით სატელევიზიო დიდებას ვერ მოიპოვებთ?!სასწრაფოდ გამობრძანდით და ახსენით რეალურად რას აპირებთ!
ხელისუფლებას კი ვურჩევ დაინტერესდეს: ვის ინტერესებს ემსახურება პაატა იმნაძე თავისი “ფრთიანი ფრაზებით”?! ვინ არის მართალი: პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, რომლებიც ყოველდღე ტურიზმის ხელშემწყობ განცხადებებს აკეთებენ თუ იმნაძე თავისი დამანგრეველი რიტორიკით?! რომელი გვატყუებთ?!დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართული ონლაინკონფერენციის ერთ-ერთი შეკითხვა ტურიზმს ეხებოდ…“ – წერს ლაგაზიძე.
კომენტარი