ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 683, ესპანეთში - 565 ადამიანი დაიღუპა
კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტები იზრდება იტალიასა და ესპანეთში. ბოლო 24 საათში იტალიაში ვირუსს 683 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირდა 5 ათასზე მეტი.
ესპანეთი კი, ამ ეტაპზე მსოფლიოში "კოვიდ 19"-ით გარდაცვალებულთა რაოდენობით მეორე ქვეყანაა. ბოლო ერთ დღეში დაიღუპა 565 და დაინფიცირდა 7 ათასზე მეტი ადამიანი. ვირუსი დაუდგინდა ქვეყნის ვიცე-პრემიერსაც.
შემთხვევები მატულობს საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. 59-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა თურქეთში.
გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა რუსეთში. 2-მდე გაიზარდა მსხვერპლი აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა სომხეთშიც. პანდემიის გამო ერთი კვირით დაიხურა იერუსალიმის აღდგომის ტაძარი.
კომენტარი