სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორიგინალური ღონისძიება სომხეთისა და თურქეთის დიალოგის დასაწყებად თბილისში გაიმართება

“The Longest Handshake” (ყველაზე ხანგძლივი ხელის ჩამორთმევა) ღონისძიება გაიმართება 2013 წლის 6 დეკემბერს,

ორი ადამიანი რომელიც წარმოადგენენ თურქეთს და სომხეთს ჩამოართმევენ ერთმანეთს ხელს ყველაზე ხანგძლივი დროის განმავლობაში. ღონისძიება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა თურქმა და სომეხმაბიზნესმენებმა და არტისტებმა გაიმართება თბილისში. პროექტის მხარდამჭერია “TANGO Network” (თურქეთის და სომხეთის არასამთვავრობო ორგანიზაციების ქსელი) რომელიცაერთიანებსთურქეთისდასომხეთისარასამთავრობოორგანიზაციებს.

ღონისძიების მიზანია აჩვენოს მსოფლიოს რომ ჩაკეტილი საზღვრების ორივე მხარეს უბრალო ადამიანები მზადარიან დიალოგისთვის და ღია კომუნიკაციისათვის. “ ეს ღონისძიება არ მოუწოდებს ხალხს რომ დაივიწყონ წარსული და ისტორია. ამ პროექტით ვცდილობთ შევქმნათ განსხვავებული მომენტი თურქეთის და სომხეთის ურთიერთობების ისტორიაში, რომელიც შესაძლოა დიალოგის დასაწყისი გახდეს ხალხისთვის ან თუნდაც ქვეყნებისთვის” აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი მიხეილე ლაგინი.

“The Longest Handshake” გახდება ისტორიული მოვლენა, რომელიც რთული იქნება დავიწყებას მიეცეს ან აიკრძალოს როგორც ეს მოხდა მონუმენტი “კაცობრიობის” შემთხვევაში, 2011 წელს თურქეთის ქალაქ კარსში. მონუმენტი, რომელიც გამოსახავდა ორი გიგანტური ადამიანის ხელის ჩამორთმევას და იყო სიმბოლო თურქი და სომეხი ხალხის სამუდამო მეგობრობის, დემონტაჟირებული იქნა თურქეთის ხელისფუფლების გადაწყვეთილებით.

The Longest Handshake-ის დროს აღიმართება ახალი სიმბოლური მონუმენტი- სომხეთის და თურქეთის წარმომადგენელი ორი ადამიანი ჩამოართმევს ერთმანეთს ხელს რაც შესაძლებელია დიდხანს.ორგანიზატორების იდეის თანახმად ეს აქტი დემონსტრაციას გაუკეთებს და ხაზს გაუსვავს ურთიერთობის შესაძლებლობას და მნიშვნელობასა და მიანებსშორის, თუნდაც მათივის იისტორიაც სავსეა წინააღმდეგობებით.

გეგმის თანახმად ღონისძიება უნდა გაგრძელდეს რამოდენი დღის განმავლობაში. ღონისძიების ჩატარების ადგილად შეირჩასაქართველო ქვეყანა რომელიც უნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თურქეთის და სომხეთის ურთიერთობებში, არის ტრანზიტული ზონა და დამაკავშირებელი რგოლი ორ ქვეყანას შორის, რომლის საზღვერებიც ჩაკეტილია უკვე რამოდენიმე ათწლეულია. ღონისზიება გაიმართება თბილისში, რიყის პარკში, მშვიდობის ხიდის პირდაპირ, რომელიც აერთიანებს მდინარე კურით (მტკვით) გაყოფილ ქალაქს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100