დავით კირკიტაძის პროცესის წინ სასამართლოს შენობასთან პოლიციაა მობილიზებული
დღეს, 12 საათზე გურჯაანში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იმართება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესს 25 დეპუტატი დაესწრება. გარე პერიმეტრზე კი 3000-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.
წინა პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და დავით კორკიტაძე პატიმრობაში დატოვა იმ მიზეზით, რომ ის მოქალაქეები და დეპუტატები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან, ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
კომენტარი