76 წლის ბერლუსკონი 28 წლის გოგონაზე დაინიშნა
იტალიის ექპრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ საკუთარი ნიშნობის შესახებ სახალხოდ ისაუბრა. 76 წლის მექალთანე, ექპრემიერის საცოლეს ფრანჩესკა ქვია და ის ბერსლუსკონიზე 48 წლით უმცროსია.
„დიახ, ეს უკვე ოფიციალური ურთიერთობაა. ფრანჩესკა ნეაპოლიდანაა, ძალიან კარგად მექცევა და საოცრად ყურადღებიანია. ის არამხოლოდ გარეგნულადაა მშვენიერი არამედ სულიერადაც. აღფრთოვანებული ვარ მისით“-განაცხადა 76 წლის სილვიო ბერლუსკონიმ.
სილვიომ და ფრანჩესკამ ერთმანეთი შვიდი წლის წინ გაიცნეს.
კომენტარი