სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროსაბჭოს დელეგაცია რუსეთ საქართველოს ურთიერთობებზე იმსჯელებს

ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ანტონიო მილოშევსკი და ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი ივლისის დასაწყისში საქართველოს ეწვევიან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ საქარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს და საქართველოს მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილს შეხვდებიან.
ჯალაღანიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი რუსეთის აგრესიას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებას და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100