სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევ რუბინშტეინი: პუტინმა სარკეში ჩაიხედოს და ნახავს, როგორ გამოიყურება კონდომი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეების მიერ ტანსაცმელზე დამაგრებული თეთრი ლენტები თავდაპირველად კონტრაცეპტივი ეგონა და ჩათვალა, რომ ისინი შიდსის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის გამოვიდნენ ქუჩაში, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

განცხადებიდან სულ ცოტა ხანში ინტერნეტჰიტად იქცა ფოტოშოპში დამზადებული ეს სურათი, სადაც საკმაოდ დაღვრემილ პუტინს პიჯაკზე ნახმარი პრეზერვატივი აქვს მიკრული. "თავზე, ვოვა, თავზე!" - ეს ამ ფოტოს ყველაზე ხშირი და რაოდენობრივად ყველაზე მეტი კომენტარია.

ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებას რუსული ინტელიგენციის ის ნაწილიც გამოეხმაურა, რომელიც საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა პათოსს იზიარებს და მათ მოთხოვნებს უჭერს მხარს. ერთ-ერთი იყო რუსი პოეტი და კრიტიკოსი, ლევ რუბინშტეინი, რომელმაც განაცხადა:

"თეთრი ლენტები მას პრეზერვატივს აგონებს? საინტერესო წარმოსახვის უნარი აქვთ ზოგიერთებს... პუტინი რომ სარკეში ხშირად იხედებოდეს, იქ დაინახავდა, როგორ გამოიყურება ნამდვილი კონდომი..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100