ფოთში რუსი ტურისტი ზღვაში დაიხრჩო
უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში. მალთაყვის სანაპიროზე ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. მაშველებმა ქალის გადარჩენა შეძლეს. ისინი რუსი ტურისტები არიან.
„სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შევძელით, 25 წლამდე კაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“ - აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
წყარო: imedinews.ge
კომენტარი