ვაკის პარკში მიმდინარე აქციის მონაწილეები კარვების დადგმას გეგმავენ
ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, სანამ პარლამენტთან აქციები არ დასრულდება - ამის შესახებ ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ადგილზე მიიტანენ კარვებს, საწვიმრებს, განათებებს, რათა შეკრებილები არ დაიშალონ და აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდეს.
ვაკის პარკში აქცია ახალგაზრდების ორგანიზებით იმართება. ისინი აცხადებენ, რომ ითხოვენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას, პარლამენტთან მიმდინარე აქციას კი ემიჯნებიან. აქციის მონაწილეებმა ზაზა სარალიძეს სთხოვეს, თავადაც გაემიჯნოს პოლიტიკურ აქციას და მათთან ერთად დადგეს.
კომენტარი