სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ცნობილი სახე, რომლებმაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად აღიარეს

ოსკაროსანი მსახიობის, ქევინ სფეისის აღიარებამ სექსუალური ორიენტაციის შესახებ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ის არც პირველია, არ უკანასკნელი, რომლის გულახდილობამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ხალხში. გთავაზობთ 10 ცნობილი ადამიანის აღიარებას სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რომლებმაც სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ამცნეს ხალხს, რომ უმცირესობის წარმომადგენლები არიან.

სუზან სარანდონი:

მსახიობმა სუზან სარანდონმა რამდენიმე თვის წინ გააკეთა განცხადება და აღიარა, რომ ბისექსუალია. ის ყოველთვის ლგბტ თემის მხარდამჭერი იყო, საბოლოოდ კი განაცხადა, რომ ახალი ურთიერთობისთვის მზად იყო როგორც კაცთან, ასევე ქალთან.

ელტონ ჯონი:

მომღერალმა ელტონ ჯონმა საკუთარი ბისექსუალობის შესახებ ჯერ კიდევ 1976 წელს ჟურნალ Rolling Stone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამის შემდეგ მომღერალს თაყვანისმცემლები ნელ-ნელა შემოაკლდა, აღარ იყიდებოდა მისი დისკები იმ ინტენსივობით, როგრც ადრე. ძალიან მალე ჯონმა კიდევ უფრო თამამი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ის გეია. 1993 წელს თავისი მომავალი მეუღლე, რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ფერნიში გაიცნო, რომელთანაც 2005 წელს ოფციალურად იქორწინა დიდ ბრიტანეთში.

რიკი მარტინი:

90-ანი წლების ბოლოს პუერტო-რიკოელი მომღერალი რიკი მარტინი ყველაზე სასურველ მამაკაცთა სიის სათავეში იყო მოქცეული. ის ძალიან დიდი ხნის მანძილზე მალავდა იმ ფაქტს, რომ გოგონები არ იზიდავდა. 2010 წლის 29 მარტს კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ორ ენაზე - ესპანურად და ინგლისურად იყო დაწერილი და რომელშიც ის აღიარებდა, რომ მხოლოდ მამაკაცების მიმართ ჰქონდა ინტერესი „მე გამიმართლა, რომ ვარ ის, ვინც ვარ“ - განაცხადა მარტინმა ღია წერილში.

იენ მაკელენი:

მთელს მსოფლიოში გენდალფის როლით ცნობილმა მსახიობმა ჯერ კიდევ 1988 წელს რადიო დებატებში აღიარა, რომ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს აღიარება შემთხვევით წამოსცდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამის გამო არასდროს უნანია.

სტივენ ფრაი:

პოპულარულმა ბრიტანელმა კომიკოსმა სტივენ ფრაიმ საკუთარ ავტო ბიოგრაფიულ წიგნში ძალიან დეტალურად აღწერა, თუ როგორი მიზიდულობა ჰქონდა ბიჭების მიმართ გარდატეხის ასაკში. 2009 წელს მან ბრიტანულ პრესას მისწერა წერილი „საკუთარ თავს 16 წლის ასაკში“, რომელიც მისივე აზრით მოზარდ ჰომოსექსუალებს დაეხმარებათ.

ალეჰანდრო ამენაბარი:

ჟურნალ Shangay-ისთან მიცემულ 2004 წლის ინტერვიუში მსახიობმა, რეჟისორმა და სცენარიტმა ალეჰამნდრო ამენაბარმა თამამად აღიარა, რომ გეია.

ვენტვორტ მილერი:

სიმპათიური მსახიობი ვენტვორტ მილერი 2013 წლამდე მალავდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას, ხოლო როდესაც პირად ცხოვრებაზე ეკითხებოდნენ, ის პასუხობდა, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩებოდა. როდესაც მილერი საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს სანკტ-პეტერბურგში, მსახიობმა ყველასგან მოულოდნელად უარი განაცხადა რუსეთში ჩასვლაზე. როგორც შემდეგ გაირკვა, მას არ ესიამოვნა, როდესაც გაიგო, რომ ჰომოსექსუალიზმის აგიტაცია კანონით იკრძალება. სწორედ ამის შემდეგ მოახდინა მილერმა საჯარო აღიარება.

აარონ კარტერი:

ამერიკელმა მომღერალმა აარონ კარტერმა მიმდინარე წლის აგვისტოში აღიარა, რომ ბისექსუალია. მან საკუთარი ორიენტაციის შესახბე ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში იცოდა, ხვდებოდა რა, რომ ორივე სქესი თანაბრად იზიდავდა. კარტერმა ისიც აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან ამაზე საუბარი უკვე თამამად შეუძლია.

ჯიმ პარსონსი:

სერიალ „დიდი აფეთქების თეორიის“ მსახიობმა ჯიმ პარსონსმა 2012 წლის მაისში განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. რამდენიმე თვის წინ, 44 წლის ასაკში თავის ბოიფრენდზე, გრაფიკულ დიზაინერზე ტოდ სპივაკზე იქორწინა.

ბენ უიშოუ:

ფილმ „პარფიუმერის“ ვარსკვლავი 2013 წელს გამოუტყდა საზოგადოებას საკუთარი ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მსახიობმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც თავის ბოიფრენდთან, ავსტრალიელ კომპოზიტორთან მარკ ბრედშოუსთან ერთად ცხოვრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100