სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ღირს საცხოვრებელი და კომერციული ქონება დედაქალაქის თქვენთვის საინტერესო უბანში?

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის

ერთობლივი პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების ინდექსები გამოქვეყნდა

უძრავი ქონების ლაბორატორიამ (REM lab) უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პირველი შედეგები გა­მოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით.

როგორც ირკვევა, მოცემულ 12-თვიან პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასი დედაქალაქში მერ­ყეობდა 836-დან 900 აშშ დოლარამდე. ამასთან, თბილისში საცხოვრე­ბე­ლი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 1.8%-ით შემცირდა გასული წლის იმა­ვე თვესთან შედარებით.

2016 წლის ივნისის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონ­შია (1 კვ.მ. 1011 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (1 კვ.მ. 544 აშშ დოლარი).

საცხოვრებელი ქონების დაქირავებაც ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს (1 კვ.მ. საშუალოდ 9.0 აშშ დოლარი), ხო­ლო ყველაზე იაფი სამგორში (1 კვ.მ. საშუალოდ 5.0 აშშ დოლარი). ამასთანავე, აღ­სანიშნავია, რომ საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 13.2%-ით შემ­­ცირდა გასუ­ლი წლის იმავე თვესთან შედარებით.

შედარებით ძვირია თბილისში კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის და იჯარის ფასები. მა­გა­ლითად, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის სა­შუალო ფასი მერყეობდა 1088-დან 1230 აშშ დოლარამდე, თუმცა 2016 წლის ივნისის მონაცე­მებით, გაყიდვის ფასის ინდექსი შემცირებულია 9.6%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება იჯარას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარა სა­შუალოდ 10.1-დან 12.0 აშშ დოლა­რამ­დე მერყეობდა. 2016 წლის ივნისის თვეში იჯარის ფასის ინ­დექსიც შემცირებულია 4.8%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

უძრავი ქონების ლაბორატორიის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე), თვეში საშუალოდ, ფიქსირ­დე­ბოდა უძრავი ქონების გაყიდვის 2384 ტრანზაქ­ცია. 2016 წლის ივნისში დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვების 34.9% ვაკისა და საბურთალოს რაიო­ნებ­ზე მო­დის.

2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 30.7%-ით გაიზარდა და 2811 შეადგინა.

აღნიშნულ კვლევას რეგულარული ხასიათი ექნება და უძრავი ქონების ინდექსები სხვა ინდი­კატორებთან ერთად ყოველთვიურად გამოქვეყნდება. პროექტის REM lab ფარგლებში იგეგმება კვლევის არეალის თანადათანობითი გაფართოვება: პერსპექტივაში კვლევა საქართველოს სხვა ქა­ლაქებსაც მოიცავს.

კვლევის სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ გვერდზე: iset-pi.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100