საქართველოს გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეო საუკეთესოდ აღიარეს
2016 წლის 2 აგვისტოს კინოკომისიების საერთაშორისო ასოციაციამ (AFCI) საუკეთესო გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეოს გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსში 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც.
ხმის მიცემა რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, 19 აგვისტოს კი გამარჯვებული 423 ხმით საქართველო გახდა.
დაჯილდოვების ცერემონია სექტემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გაიმართება, სადაც საქართველოს კინოკომისიას დააჯილდოვებენ.
ეროვნული კინოცენტრი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობდა და მხარს უჭერდა საქართველოს გადასაღები ლოკაციების პრომო ვიდეოს.
კომენტარი