სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ცამდე მართალი ვარ" - თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბავშვის მამა

ტრაგედია თერჯოლაში - დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ის ცამდე მართალია.

"ცამდე მართალი ვარ..მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით, ეს რაც პროკურორმა თქვა, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ. ისეთები თქვა პროკურორმა დასახვრეტი ვყოფილვარ", - ამბობს ფრიდონ აბჟანდაძემ.

შეგახსენებთ, 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100