ვინ აყენებს საქართველოს როგორც ციფრული ჰაბის სტატუსს ეჭქვეშ და ვინ დგას ამ დეზინფორმაციული კამპანიის უკან
ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებებისა თუ დაინტერესებული პირების
მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, თითქოს საქართველოს, როგორც ციფრული
ჰაბის სტატუსი ეჭვქვეშაა და და რაც მთავარია, თითქოს ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე
ქვეყანაში გადატანაზეა საუბარი.
საგულისხმოა ის დეტალი, რომ მთელს ამ კამპანიას წინ
უძღოდა რუსულ პორტალ vestikavkaza.ru - ზე გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით: Азербайджан
трансформируется в цифровой центр региона
საიტის სანდოობასა
და მის წარმომავლობაზე ყურადღებას აღარ შევაჩერებთ, ვფიქრობთ, სათქმელს ru დომეინიც ამბობს.
იგივეს თქმა შეიძლება კონტენტზეც.
ყოველგვარი დოკუმენტაციის,
მტკიცებულებების ან რაიმე სახის კომენტარის გარეშე ამტკიცებენ, თითქოს ციფრული ჰაბი
აზერბაიჯანში უნდა განთავსდეს. ეს მაშინ, როდესაც კავკასუს ონლაინის მფლობელები აცხადებენ,
რომ მზად არიან ჰაბი განათავსონ საქართველოში და ამაზე მოლაპარაკებები დაიწყონ ხელისუფლებასთან.
რატომ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ რეგიონში ჩვენი ქვეყნის ინფორმაციულ
ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესი?
ამ კითხვას კომპანიაში შემდეგნაირად პასუხობენ: კავკასუს
ონლაინი საკუთარი ინფრასტრუქტურით, შავი ზღვის ოპტიკურ- ბოჭკოვანი კაბელით დამოუკიდებლად
არის დაკავშირებული ევროპაში მდებარე ინტერნეტის გაცვლის წერტილებთან (IXP). შავი ზღვის
კაბელის გამტარუნარიანობის სიმძლავრის მოცულობა და კაბელით დაკავშირებული გეოგრაფიული წერტილები ცალსახად მიუთითებს, რომ კაბელის გამოყენების
პერსპექტივას ფართო მასშტაბები და პოტენციალი აქვს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ წყალქვეშა
კაბელის ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე კაბელის არსებული რესურსის მხოლოდ, დაახლოებით
15% არის ათვისებული. კაბელი ძირითადად ადგილობრივი და კავკასიის რეგიონის, შუა აღმოსავლეთის
ქვეყნებისთვის ტრანზიტორული ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად გამოიყენება. ოპტიკურ-ბოჭკოვანი
კაბელის პოტენციალის ნებისმიერ მიმართულებით განვითარება, იქნება ეს ინტერნეტ გაცვლის
წერტილის მოწყობა, თუ სატრანზიტო მასშტაბების და არეალების გაზრდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ
ხელსაყრელი გეოგრაფიულ მდებარეობაზე და კომპანიის სურვილზე არაა დამოკიდებული. ნებისმიერი
მასშტაბის პროექტს შესაბამისი ინვესტიცია და ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება.
როდესაც საქართველოს
ინფორმაციულ ჰაბად ტრანსფორმაციის პროცესზე, საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის სტატუსის
„ეჭვქვეშ დაყენებაზე“, და რაც მთავარია, ციფრული ჰაბის სადმე, რომელიმე ქვეყანაში გადატანაზეა
საუბარი, ვფიქრობთ, აუცილებელია, განმარტებები რას ნიშნავს „ტრანსფორმაციის პროცესი“,
„ციფრული ჰაბის სტატუსი“. ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ
კომპანია ქვეყანაში უკვე არსებული ციფრული ჰაბის გადატანას გეგმავს სხვა ქვეყანაში.
საზოგადოების
შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ
საქართველოს ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურვილია, რომელიც სახელმწიფომ
საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიაში („სტრატეგიის
დოკუმენტი“) გამოხატა და რომელსაც თავად სახელმწიფოც „ამბიციურ
გეგმად“ აფასებს (საქართველოს მთავრობის
2020 წლის 10 იანვრის N60 განკარგულება). კავკასუს
ონლაინი სრულად იზიარებს სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას, რომ ქვეყანამ უნდა გამოიყენოს
სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არსებული შესაძლებლობები, მოიპოვოს უპირატესობა
საერთაშორისო ინტერნეტ ბაზარზე, გაზარდოს კონკურენტულობა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში.
კომპანიის დღეს
არსებული გეგმები და სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვა ფაქტობრივად ერთია: ქვეყანამ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებით
მაქსიმალურად უნდა აითვისოს მისი სატრანზიტო პოტენციალი, საქართველოს გავლით უნდა ჩამოყალიბდეს
ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს
საერთაშორისო მონაცემთა მიმოცვლის ზრდას ქვეყანაში და ადგილობრივი მონაცემთა გაცვლის
წერტილების ჩამოყალიბებას. სახელმწიფო როგორც სტრატეგიის განმსაზღვრელი თავადვე მიიჩნევს,
ქვეყნის მიერ 2020-2025 წლებისთვის დასახული ამბიციური გეგმების მიღწევისთვის აუცილებელია
ინვესტიციების მოზიდვა, ამიტომ სტრატეგიის დოკუმენტშიც საქართველოს მთავრობა პირდაპირ
მიუთითებს, რომ სახელმწიფომ კერძო ინვესტიციების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.
შესაბამისად,
ინვესტიციების განხორციელების გარეშე რომ ამბიციური და პერსპექტიული განვითარების გეგმა მხოლო გეგმად დარჩება,
ეს ცალსახაა.
კომენტარი