სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დილით გარეთ რომ გამოვედი, თავი ფანტასტიკური ფილმის სცენარში მეგონა, ქალაქი აბსოლუტურად დაცარიელებულია" - ბოლნისის მკვიდრი (ვიდეო)

დილით გარეთ რომ გამოვედი, ფანტასტიკური ფილმის სცენარს ჰგავდა, იმიტომ, რომ ქალაქი აბსოლუტურად დაცარიელებულია, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ბოლნისში მცხოვრებმა გეგა ბახტურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქში პანიკა არ შეინიშნება და ხალხი კარანტინის გამოცხადებას ჩვეულებრივად შეხვდა.

„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ვადევნებდი თვალყურს ადამიანების რეაქციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ყველა ძალიან ადეკვატურად მოეკიდა ამ საკითხს. მედიკოსები მზადყოფნაში არიან და ყველანაირი ტექნიკა მობილიზებული აქვთ. პოლიციასა და სამხედროებს რაც შეეხებათ, როგორც ვიცი, უშუალოდ სამხედროები დგანან ბოლნისის გარეთ ანუ ადმინისტრაციულ საზღვართან, ხოლო რამდენიმე პოლიციელი თავად ქალაქში შევნიშნე და ვხვდები, რომ აკონტროლობენ ყველაფერს. ექიმებს დავალებული აქვთ, რომ ყველა ადამიანი შეამოწმონ ტემპერატურაზე“, - აღნიშნა გეგა ბახტურიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქალაქში მხოლოდ სურსათის ობიექტები და სამედიცინო დაწესებულებები მუშაობს.

„პროდუქტები თავიდანვე იყო და ახლაც არ შეინიშნება დეფიციტი. თავიდან გარკვეულ პროდუქტებზე იყო ფასების მატება, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო, რომ ვერც კი შენიშნეს. ძირითად პროდუქტებზე ფასი არ გაზრდილა“, - განაცხადა გეგა ბახტურიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100