ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს - 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაეჯახა მას მანქანა.
შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მძღოლი მიიმალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი