"აირინი" კანადას ემუქრება
შშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააფრთხილა ამერიკელები, რომ ქარიშხალ აირინის მიერ მიყენებული ზარალის გამოსწორებას განსაზღვრული დრო დასჭირდება. მისივე თქმით, საშიშროებას ჯერ არ ჩაუვლია და რომ ჯერ კიდევ არის წყალდიდობისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების რისკი. იმ შტატებში, რომლებსაც აირინმა გადაუარა ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიისა და ნიუ-იორკის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც ქარიშხალზე დაკვირვების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა აირინის სიმძლავრე შემცირდა და იგი ახლა კანადას ემუქრებს, კერძოდ ნოვასკოშიასა და ნიუ ბრანსვიკის რაონს. ქარიშხალს 18 კაცის სიცოცხლე შეეწირა.
კომენტარი