ბათუმში 22 ორი წლის გოგო მეხუთე სართულიდან გადმოხტა
ბათუმში 22 ორი წლის გოგო ხუთსართულიანი კორპუსის მანსარდიდან გადმოხტა. სუიციდის ფაქტი გორგილაძის და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, გოგონა გადმოხტომამდე ტელეფონით სავარაუდოდ, შეყვარებულს ესაუბრებოდა. მეზობლები მის შეჩერებას ცდილობდნენ, თუმცა გოგონა მათ მოწოდებას არ დაემორჩილა. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარებამ ვერ მოახერხა.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი