სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი" - ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შს მინისტრ გიორგი გახარიას „პოლიტიკურ ცეკვებთან“ დაკავშირებული განცხადების გამო ცინიზმში ადანაშაულებს.

როგორც ხოშტარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს უსმენენ, გიორგი გახარია პატივისცემით უნდა მოეკიდოს პარლამენტს და მის წევრებს.

„არ შემიძლია გამოვეხმაურო თქვენს ცინიკურ მითითებას პოლიტიკურ ცეკვებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ, პატივისცემით მოეკიდოთ პარლამენტს და მის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ, რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ეს არის ჩვენი თავისუფლება. საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა, რა არის ცინიზმი“ - მიმართა ხოშტარიამ გახარიას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გამოსვლისას შს მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მწვავე დისკუსიისთვის იმყოფება და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100