სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა -Clearstream Banking S.A.- (ICSD) საკუთარ სისტემაში დაუშვა

10 სექტემბერი, 2018- საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის დახმარებით ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები (M2 Real Estate – ISIN: GE2700603436; Georgian Leasing Company – ISIN: GE2700603535; Nikora – ISIN: GE2700603493; Silknet - ISIN: GE2700603527; Georgian Lasing Company- (ISIN: GE2700603659) და MFO Crystal - (ISIN: GE2700603592) ერთერთ მსხვილ დეპოზიტარში Clearstream Banking S.A.-ის (ICSD) სისტემაში დაიშვა, რის შედეგადაც ეს ფასიანი ქაღალდები ხელმისაწვდომი გახდა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის.

Clearstream Banking S.A.-ში (ICSD) სისტემა საერთაშორისო ინვესტორებსა და კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინონ ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. თუკი მანამდე ქართულიკორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ინვესტორს, ან დაინტერესებულ პირს უწევდა ანგარიშის გახსნა ლოკალურად ადგილობრივ საბროკერო ან მსგავს საინვესტიციო კომპანიაში, ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და შეინახონ პიდაპირ საერთაშორისო დეპოზიტარში ლოკალურ ბაზარზე ანგარიშის გახსნის გარეშე. ეს სიახლე ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად განახორციელონ ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე.

„მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა-Clearstream Banking S.A.- (ICSD) ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები საკუთარ სისტემაში დაუშვა. ეს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული კორპორატიული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით, მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, დაუზოგავს დროს და მათთვის ანგარიშსწორების პროცედურებს უფრო ეფექტურს გახდის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკანველიძემ.

ინფორმაციისთვის: Clearstream Banking S.A (ICSD) გახლავთ ერთერთი დიდი დეპოზიტარი მსოფლიოში ისეთ მსხვილ და განვითარებულ 57 ბაზარზე როგორიცაა ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სინგაპური, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

2015 წლიდან Clearstream Banking S.A.-მა (ICSD) ლარი საკუთარ სისტემაში საანგარიშსწორებო ვალუტად დაუშვა. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების და IFI ბონდების შეძენა/შენახვა გახდა ამ დეპოზიტარში შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100