სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„Hyundai“–მ „Sonata“–ს განახლებული ვერსია წარმოადგინა

კომპანია „Hyundai“–მ „Hyundai Sonata“–ს ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლები საგრძნობლად შეცვალა. მწარმოებელმა განახლებული ავტომობილი ფართო საზოგადოებას სამხრეთ კორეაში წარუდგინა. ვიზუალურ მახასიათებელს რაც შეეხება, ავტომობილის კორპუსი, უკანა ხედვის სარკე და უკანა ფარები გარკვეულწილად შეიცვალა. ავტომობილმა საბურავის 18 დიუმიანი დისკები მიიღო. ავტომობილის სალონიც საკმაოდ შეიცვალა. ამასთანავე, ინტერიერი წინამორბედთან შედარებით, უფრო მაღალი ხარისხის მატერიებისგან არის შექმნილი. 2,0 ლიტრიანი ძრავის მაგივრად, რომელიც ოთხცილინდრიანი და 165 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე იყო, განახლებული ვერსია ახალი ტურბოძრავით, 2,0 ლიტრიანი, 271 ცხენის ძალის მქონე აგრეგატით აღიჭურვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100