სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს" - მსოფლიო მედია თბილისში გამართულ სახალხო ზეიმზე წერს

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები და სახალხო ზეიმი თბილისში - მსოფლიო მედია საქართველოში გუშინ გავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

Reuters წერს, რომ თავისუფლების მოედანზე მისვლამდე ფეხბურთელები თბილისში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და გულშემატკივრები მათ ოვაციებით და ტაშით ხვდებოდნენ.

ათასობით აღფრთოვანებული ქართველი გულშემატკივარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა, რათა ამაღელვებელი დებიუტის შემდეგ ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დახვედროდა, - აღნიშნავს Reuters-ი.

გამოცემა ფეხბურთელეისთვის ჯილდოების გადაცემის შესახებაც წერს. ამასთან, Reuters-ი აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე პრემიერ კობახიძის სიტყვით გამოსვლას ზოგიერთი დამსწრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.

„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გერმანიაში ქვეყნის ოთხივე მატჩს დაესწრო, თითოეულ მოთამაშეს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას, რომელიც ეროვნულ ნაკრებს მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, ზოგიერთი დამსწრის მხრიდან უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილები მოჰყვა, საქართველოს მწარე საშინაო პოლიტიკის შეხსენების ნიშნად, რომელიც ჩემპიონატის გამო დროებით დაიჩრდილა“, - წერს Reuters-ი.

თბილისში გამართულ სახალხო ზეიმზე წერს Boldnews-იც.

"ჯადოსნური საღამო თბილისში. ევროპის ჩემპიონატზე დადებითი თამაშების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები გმირებად მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტები იყვნენ, ქართველებმა ჯგუფის მესამე საუკეთესოდ გასვლა მოახერხეს", - წერია სტატიაში.

ანალოგიური შინაარსის სტატიას აქვეყნებს გამოცემა Straight Times-იც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100