ფრანგი მომღერლის შიშველი მკერდი წითელ ხალიჩაზე
28 იანვარს კანში ჩატარებულ მუსიკალურ ცერემონიალზე, საკმაოდ თამამი და ღია დრესინგის გამო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ფრანგი მომღერალი Shy'm, რომელიც წითელ ხალიჩაზე, ფაქტობრივად, სრულიად შიშველი მკერდით წარდგა.
26 წლის მომღერალმა საღამოსთვის საკმაოდ თამამი კაბა აირჩია. Franck Sorbier-ის კაბა 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან გამჭვირვალე კორსეტისა და გრძელი თეთრი კაბისგან შედგება, რომელსაც საკმაოდ ჩახსნილი ჭრილი აქვს. ამ „აღკაზმულობას“ გრძელი და მაღალი კუდი ასრულებს.
პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ამ თამამმა ჩაცმულობამ შოკში ჩააგდო თვით მომღერლის პროდუსერებიც კი და ისინი ფრანგი ქალბატონის დაჯარიმებასაც კი აპირებდნენ.
კომენტარი