სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტების მოლოდინში - სასამართლომ ადვოკატებს განჩინება გადასცა

ექვსდღიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლოს განჩინება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების ხელშია. მიხიეილ სააკშილისთვის ექპერტიზის ჩასატარებლად სასმართლომ უფლებადამცველებს ოფიალური დოკუმენტი რამდნმე წუთის წინ გადასცა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, "ემპათიას" ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ.

სააკაშვილის ადვოკატი ხელისუფლების მხრიდან დაბრკოლებებს ელოდება, თუმცა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმს ვერ შექმნის.

"ჭიჭყინს და ხელოვნურ დაბრკოლებებს პენიტენციური სამსახურიდან ველოდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავისას ვერ მიაღწევენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმს ვერ შექმნიან"- აცხადებს შოთა თუთბერიძე.

ცნობისთვის, წინა კვირას "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

"სამედიცინო ექსპერტებისთვის სააკაშვილის პალატის კარი იმ წამსვე გაიხსნება, როგორც კი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება" - განაცხადა 25 მაისს რატი ბრეგაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100