სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემს თინეიჯერობაში, თუ ეტყოდი ბიჭს მიყვარხარ, ან ის გეტყოდა..." - ნახეთ, რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

"გუშინ ვკამათობდი მეგობართან, სიტყვა “მიყვარხარ”-ზე. ძალიან გაუფასურებულია. ჩემ თინეიჯერობაში, თუ ეტყოდი ბიჭს მიყვარხარ ან ის გეტყოდა მიყვარხარ, ეს იმხელა ამბავი იყო. საერთოდ მგონი ყველაზე მეტად ელოდებოდი ამ სიტყვას. ახლა კიდევ.. “-ვა როგორ გიხდება ასე თმა..”
-“მართლა?!?! აუ მიყვარხარ, ძალიან განვიცდიდი თუ მიხდებოდა”... სიტყვა მიყვარხარს ვისვრით უპრაკუნოდ. არა, ცუდი კი არ არის, ისევ ეგ სიტყვა ვიხმაროთ, ვიდრე რამე სხვა უარყოფითი ჯობია. მაგრამ მერე როცა მართლა გვიყვარს, მთელი გულით და გვგონია რომ “მიყვარხარ” შეიცავს, ყველა იმ გრძნობას რასაც ვგრძნობთ, გინდა უთხრა, უშენოდ არაფერს აზრი არ აქვს, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, შენით ვარსებობ და ეს ყველაფერი არის მიყვარხარ, მაგრამ ამავ დროულად, “აუუ მიყვარხარ რა დეგენერატი ხარ” ესეც იხმარება. რომ ვკამათობდი ამ თემაზე ვიძახდი, შეუძლებელია ეს სიტყვა უთხრა ისეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესმე რამე რომანტიული გაკავშირებდა და თუ ეტყვი ესეიგი ამ კვლავ გრძნობ რაღაცას ან და პირიქით საერთოდ აღარ გრძნობ არაფერს და ეს სიტყვაც გაუფასურდა თქვენ ორს შორის... რა გამოდის ყველაფრის და არაფრის მთქმელი სიტყვა ორივე მიყვარხარ არის?! სულ მახსენდება ერთერთიი ყველაზე მოკლე ნაწარმოები, ხომ არის ერთ სიტყვიანი, ორ სიტყვიანი ნაწარმოები, ხოდა ერთია ასეთი : “მეგობრები, საუკეთესო მეგობრები, შეყვარებულები, უცხოები” . ამ სიტყვასაც ასეთი გამოყენება აქვს, თავიდან ნერვიულობ არ იცი როგორ უთხრა ადამიანს რომ გიყვარს, მერე ეუბნები და ვეღარ ჩერდები მხოლოდ მიყვარხარს გაიძახი და ბოლოს ეს სიტყვა შინაარს კარგავს. მგონი ვერ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი....თუ მიხვდით რას ვიძახი მითხარით რას ფიქრობთ?" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალოურ ქსელში ნუკი კოშკელიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100