ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა - აი, რას ამბობს ინფიცირებული მოძღვარი
მადრიდში ქართველ სასულიერო პირს COVID-19 დაუდგინდა. არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
სასულიერო პირი "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„10 დღის წინ სიცხე მომცა, სისუსტეს ვგრძნობდი, თავის ტკივილიც მქონდა. დაახლებით 6 დღის წინ დამეწყო ტკივილი გულის არეში. როდესაც ვსუნთქვადი, ვგრძნობდი, რომ გული მაწუხებდა. ჩამიყვანეს, გადავიღე რადიოგრაფია და მითხრეს, რომ კორონაა, უბრალოდ ძალიან იოლ ფორმებში. თავად ეკლესიამაც განცხადება გააკეთა და მოგვწერეს ჩვენც, რომ აღარ გვქონდა უფლება ჩაგვეტარებინა მსახურებები ტაძარში, გადავედით ონლაინ ლოცვებზე“, - ამბობს არქიმანდრტი პიროსი.
კომენტარი