„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით
„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის
- Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA International Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო და 3 სექტემბრიდან
31 ოქტომბრის ჩათვლით. „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ პროდუქტების
შეძენისას Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში ერთგულ
მომხმარებლებს საჩუქრები ელით.
„ვისოლსა“ და „სმარტში“ 20 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას მომხმარებელი
საჩუქრად სამოგზაურო ჩანთას ან Power Bank-ს მიიღებს, „ვენდისში“ 5 ლარის დანახარჯის სანაცვლოდ მომხმარებელი ჯერ
კიდევ ცხელ სექტემბერში უგემრიელესი ნაყინით გაგრილდება, ოქტომბერში კი ქართულ ნედლეულზე
დამზადებულ ჩიზბურგერს მიიღებს, „დანკინში“ კი ერთგულ მომხმარებელს 5 ლარის ღირებულების პროდუქტის
შეძენისას ნებისმიერი კლასიკური დონატი ელის დესერტად.
მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა
- Apple Pay-ი - მობილური გადახდის ფორმაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის,
iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი
საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. Apple
Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან
მოწყობილობის პაროლით.
„ვისოლს“ VISA
International Service Association-თან
თანამშრომლობის
წარმატებული გამოცდილება აქვს. სააღდგომო აქციის
ფარგლებში, თიბისი
ერთგულთან ერთად
50 ლარის შესაძენზე
მომხმარებელი 5 ერთგულ ქულას
იღებდა საჩუქრად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/featured-technologies/Apple-Pay.html
კომენტარი