გიორგი შაგიძე - ემოციური ფაქტორების გამო ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული
ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ამაზე მეტყველებს ყველა ფუნდამენტური ფაქტორი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველა მაჩვენებელი, რომელიც კურსზე მოქმედებს, მათ შორის ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, ლარის ზედმეტად გაუფასურება უფრო "ბაზარზე აჟიოტაჟს" უკავშირდება, ვიდრე რომელიმე ფუნდამენტურ ფაქტორს. შაგიძის განცხადებით ამას ადასტურებს Renaissance Capital-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიც (twitter/Renaissance Capital) სადაც საუბარია იმაზე, რომ ემოციური ფაქტორების გამო ლარი მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა. თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორის განმარტებით, ეროვნული ბანკის გუშინდელი ინტერვენცია სწორი და დროული იყო.
„ეროვნული ბანკის ინტერვენცია ძალიან სწორი და დროული იყო და მის მიზანს ბაზრიდან ემოციური ფაქტორის მოხსნა წარმოადგენდა,“ - აღნიშნა გიორგი შაგიძემ.
კომენტარი