„მეუბნებიან თუ არ გაქვს საშუალება ჩააბარე შვილიო“ - სასოწარკვეთილი ქართველი დედა დახმარებას ითხოვს
„მაინტერესებს, ჩემი სიცოცხლე , როგორც რიგითი დედის ღირს თუ არა საქართველოში და საერთოდ რამდენად ფასობს? მითხრას ვინემემ დღეში 5 ლარით და 30 თეთრით როგორ ვარჩინო ცერემბრალური დამბლის მქონე 17 წლის ბიჭი?“ რას მიბრძანებს ჩემი მთავრობა, რომ ჩემს შვილს ევთანაზია გავუკეთო?“ - ამ კითხვებს უსვამს ხელისუფლებას 54 წლის დედა, რომელიც ცერემბრალური დამბლის მქონე 17 წლის შვილს მარტო პატრონობს.
ლელა ჯანაშიას 7 წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა და შვილის პატრონობა დიდი გაჭირვებით უწევს.
17 წლის ნიკუშა ჯანაშიას მარცხენა გული დაბლა აქვს, ასევე თანდაყოლილი კატარაქტა, გულის მანკი, ცერემბრალური დამბლა აღენიშნება, ვერ მეტყველებს. დედა იძულებულია გამუდმებით სახლში იყოს, რადგან ნიკუშას მისი ყურადღება სჭირდება. ქალბატონი ლელას თქმით, სანამ მეუღლე ცოცხალი ჰყავდა იქეთ ეხმარებდოა ხალხს, მაგრამ მარტოხელა დედობა, უფულოდ და დახმარების გარეშე მძიმე გამოდგა, მითუმეტეს, რომ სოციალური დახმარებაც კი არ მისცეს.
ლელა ჯანაშია: „თურმე პარკეტი რომ გაქვს ეს სოციალურ ქულებს ხელს უშლის, სახლი რომ მაქვს ესეც არ უნდა მქონდეს, ამ სახლსაც დღე-დღეზე ბანკი წამართმევს და სულ ქუჩაში მომიწევს დარჩენა.
არავინ ზრუნავს ჩვენზე და გამაგებინეთ პენსიით, რომელიც 160 ლარია როგორ ვაცხოვრო შვილი, ან რა ვაჭამო, ან გადასახადები როგორ გადავიხადო? სხვანაირი კვება სჭირდება, თევზი, ხორცი, რძის ნაწარმი, სად მაქვს ამის ფუფუნება?
ერთადერთი საშველი ალბათ ისაა, რომ ქუჩაში გავიდე და შიმშილობა დავიწყო, ასეთ ზღვარზე ვარ მისული.
მე თავად არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა თანადგომისა და გაწევრიანების ცენტრის“ წარმომადგენელი ვარ, სადაც შარშან ბავშვებს რეაბილიტაცია გავუკეთეთ და 60 ლარით მოვამატებინეთ პენსია, ამის მეტი მთავრობას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებიათ.
მეუბნებიან თუ არ გაქვს საშულაება და ვერ პატრონობ ჩააბარე შვილი და მიხედავენო, არის სპეციალური ცენტრები სადაც მომვლელებს 650 ლარს აძლევენ და მითხარით როგორ უნდა ჩავაბარო საკუთარი შვილი 17 წელია ვზრდი, მიყვარს და ვის მივცე ან როგორ მივცე? ესაა კანონი და სამართალი?
იცით რამდენია ამ ქვეყანაში ასეთი დედა და არ იცით რა დღეში გვიწევს ცხოვრება. თუ ვერ მივლიან ჩემს ქვეყანაში, მაშინ გამიშვან სსხვაგან, სხვა ქვეყანაში, სადაც მომხედავენ აბა რა ვქნა ჩემს შვილს ევთანაზია გავუკეთო?
ვთხოვ ყველას, მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს, ხალხს, დამეხმარეთ, და დაგვეხმარეთ, ჩვენ ასეთი დედები ბევრნი ვართ და ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება.
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი BAGAGE22 GE0000000607973600
საქართველოს ბანკი BAGAGE22 GE0000000607973600
593 69-16-40 ლელა ჯანაშია
კომენტარი