ერაყი რუსეთისგან იარაღს შეიძენს
ერაყი დაინტერესებულია რუსული იარაღის შესყიდვით, განაცხადა ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანმა. „რა თქმა უნდა შევიძენთ, იმიტომ რომ იაფი და საიმედოა“, განუცხადა მან რუს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, თავად ლავროვმაც განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ერაყთან სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობისთვის. ლავროვი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის გარდა, ერაყის პრემიერ–მინსტრ ნური მალიკს, პარლამენტის თავმჯდომარე უსამა ნუდჯეიფს, საგარეო საქმეთა მინისტრ ხოშიარ ზიბარსა და პოლიტიკურ ლიდერ აიად ალიაუისაც შეხვდა.
კომენტარი