სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლება თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ მან 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100