სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს

თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს. იუსტიციის მინისტრის ამ ინიციატივაზე სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"წულუკიანის მავნებლობის, უცოდინრობის, ქალების ჩაგვრის და სიბნელის კიდევ ერთი გამოვლინება... ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს თუ 1 წელი არ არის გასული ქორწინებიდან ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში არ არის კაცთან და ამას ვერ დაამტკიცებს ნოტარიუსთან.. ანუ მარტო თუ ხარ შვილი არ უნდა გყავდეს და 40 წლის თუ გათხოვდი უნდა ილოდო ერთი წელი როდის გავა და შენი სამედიცინო შანსები კიდევ უფრო შეამცირო იმიტომ რომ თეას ესე ნებავს... კაცის და გათხოვების გარეშე მოკლედ არაფრად აგდებს ქალებს, - წერს კუკუნაშვილი. "

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100