სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მსგავსად, როგოზინსაც მიაჩნია, რომ ნატო საქართველოსგან შორსაა

ნატო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის განცხადებით, "ნატო-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტს პროპაგანდისტული ხასიათი ჰქონდა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით არანაირი კონკრეტული შედეგები არ აქვს".

"შედეგების შესახებ არაფრის თქმა შეიძლება. საქმე სხვა რამეშია: ღონისძიება ნათლად გამოხატულ პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა, რომლის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველი ხალხი დაერწმუნებინათ, თითქოს დასავლეთი ნატო-ს სახით მიხეილ სააკაშვილს ცალსახად უჭერს მხარს. გასაგებია, რაში სჭირდება ნატო-ს ეს ყველაფერი: ალიანსი დაინტერესებულია, საქართველო, როგორც ადრე, მომავალშიც "ცხელ წერტილებში", კერძოდ კი ავღანეთში საზარბაზნე ხორცის როლში ერთ-ერთი წამყვანი იყოს", - განაცხადა როგოზინმა.

მისივე თქმით, "საქართველო საკუთარი კონტინგენტის გაზრდასაც კი გეგმავს და იგი ბევრი წევრი ქვეყნის კონტინგენტსაც კი გადააჭარბებს".

"რატომაა ეს ნატო-სთვის მნიშვნელოვანი? ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანელი მოჯაჰედების ტყვიების პირისპირ უკეთესია, ვიდრე ამერიკელი ან ბრიტანელი სამხედროები. ამ თვალსაზრისით დასავლეთი დაინტერესებულია იმაში, რომ სააკაშვილმა ნატო-ს პირად შემადგენლობაში ყველაზე საშიშ ადგილებში "შეავსებინა სიცარიელე". რატომ წარმოადგენს ნატო-ს ელჩების ვიზიტი სააკაშვილისთვის სარგებელს, ესეც სრულიად ნათელია: იგი ამით ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობის დამატებით ნიშნებს და ბუქარესტში ჯერ კიდევ 2008 წელს ნათქვამი სიტყვების დადასტურებას იღებს იმის შესახებ, რომ საქართველო ოდესმე ნატო-ს წევრი გახდება", - განაცხადა როგოზინმა.

ამასთან, მისივე აზრით, "ნატო ვერ ხვდება, რომელ საზღვრებში მიიღებს საქართველოს საკუთარ შემადგენლობაში".

"საბჭოთა დროინდელ, სტალინისეულ საზღვრებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად? მაგრამ ეს ნონსენსი და პარადოქსია, რადგან მაშინ ნატო-ს შემადგენლობაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული ორი რუსული სამხედრო ბრიგადაც შევა. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხი კი ნატო-ს კუბოში ნახავდა თეთრ ჩუსტებში. ან, იქნებ, საუბარია ნატო-ში სააკაშვლის მიერ წინდაცვეთილი საქართველოს მიღებაზე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე და რაც დარჩა 2008 წელს მის მიერ განხორციელებული ავანტიურის შემდეგ, ის მიიღონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში?! პოლიტიკური თვალსაზრისით, ნატო-ს არც ერთის და არც მეორეს გაკეთება შეუძლია, ამიტომ ეს საკითხი მარგინალურია, სააკაშვილი კი იმ შინაურ ცხოველს გვაგონებს, რომლის ცხვირწინ სტაფილოა ჩამოკიდებული და ისიც მუდმივად მას მიჰყვება", - განაცხადა როგოზინმა და დაამატა, რომ დღეს ნატო საქართველოდან ძალიან შორია. "იმდენად შორიც კი, რომ სინამდვილეში მის არსებობაში ეჭვი რომ არ შეეპაროთ, დროდადრო ნატო თბილისში ჩადის და ქართველებს თავს ახსენებს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100