სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ

საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ, - შეთანხმებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონ გრენჰამმა და Microsoft-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.

მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან თანამშრომლობა მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში თანამედროვე, ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა იმ სამწუხარო მაჩვენებლის გამოსწორება, რომელიც საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით აქვს.

ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც მათი საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოებას, გაფართოებას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა.

პრემიერის შეფასებით, ამ ნაბიჯით საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლური სტანდარტები მკვიდრდება, რაც დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ბიზნესსა და საზოგადოებას.

„ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბიზნესს, გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური სეგმენტის განვითარებასთან ერთად, ველოდებით, რომ გაიზრდება ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების დამკვიდრების ტემპი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეიქმნება ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ეს წაახალისებს ჩვენს მოქალაქეებს, მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, დაეუფლოს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდეს ამ დარგის სპეციალისტი. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილებთ იმ სამწუხარო რეალობას, როდესაც ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უცხოეთში მიდიან და იქ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100