რატომ გამართა ჩერგოლეიშვილმა ბრიფინგი ივანიშვილის რეზიდენციასთან?
ტელეკომპანია “ტაბულას” დირექტორმა
თამარ ჩერგოლეიშვილმა
პრემიერ-მინისტრ
ბიძინივანიშვილის
რეზიდენციასთან, ტელეკომპანია
"ტაბულას" თანამშრომლებთან
ერთად ბრიფინგზე
გამართა.
მისი თქმით , ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ მართავს შეხვედრას მედიასთან, მის ხელმძღვანელებთან
და “ტაბულა” აღნიშნულ შეხვედრაზე არ არის.
"ჩვენ
ვალდებული
ვართ, მას დავუსვათ კითხვები, რაც ჩვენს მაყურებელსა და მკითხველს აინტერესებს. საქმე ის არის, რომ ვერც პრემიერი და ვერც ვერავინ ვერ მოგვედავება პროფესიული ნორმების დარღვევაში, ამას მოწმობს უამრავი კვლევა, რომელიც საქართველოში მედიის ქცევას აკვირდება. რჩება ერთადერთი მიზეზი, რომ პრემიერი და მისი გარემოცვა არგუმენტირებულ კრიტიკას უფრთხის. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ასეთ შეკრებებზე არ გვეძახიან, არის ის, რომ ჩვენ განსხვავებული, მაგრამ ძალიან არგუმენტირებული
პოზიცია გვაქვს", -
განაცხადა
თამარ ჩერგოლეიშვილმა.
კომენტარი