ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია. ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძარი დაახლოებით რამდენიმე ჰა ფართობზეა გავრცელებული.
ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის, ბუთხუზ ხორავას ინფორმაციით, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია წყლითაა იზოლირებული და დასახლებული პუნქტიდან შორს მდებარეობს.
ადგილზე მობილიზებულია 9 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. როგორც სამეგრელოს რეგიონიდან, ასევე - იმერეთიდან. პრევენციისთვის, ქრობის სამუშაოში, ასევე, ჩართულია რკინიგზის სატვირთო მატარებელი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.
კომენტარი