"ღვთისგან ბოძებულს ვერ შეირგებ თუ.." - აი რას წერს გია ჯაჯანიძე
გურამ შეროზია გია ჯაჯანიძის ბლოგს აქვეყნებს: "ადამიანი წლები მანძილზე ჯურღმულში ყავდათ გამომწყდეული და როცა სინათლე დაინახა დაბრმავდა.
პატიმარს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მოულოდნელად გაათავისუფლეს, სიხარულისგან შოკში ჩავარდა და არაადეკვატური გახდა.
მონას თავისუფლება მისცეს, ბედნიერი ცხოვრება აჩვენეს, ვერ აიტანა და გაგიჟდა. ღვთისგან ბოძებულს ვერ შეირგებ თუ გონიერი არ ხარ. ყველაზე დიდი დამნაშავეა ადამიანი, რომელიც ყველასთან მართალია.
აღიარო დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, შენში პატივმოყვარეობა და ამპარტავნება დაამარცხე.
დამღუპველია, როცა ადამიანი შეცდომების დაშვების დროს ეძებს მსმენელს, რომელიც მისი თანამოაზრეა.
დიდიხნის მშიერი ადამიანიანისთვის საშიშია ბევრი საჭმელი მიართვა. სხვის ჯიბრზე ბედნიერება უბედურების მომტანია.
"როგორც ყველაფრის ჭამა, ისე ყველაფრის თქმა არ შეიძლება, უნდა დაკარგო თავი, რომ თავიდან იპოვო, ოღონდ სწორად უნდა იპოვო."
კომენტარი