სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თავდასხმა ელენე ხოშტარიას ოფისზე

გუშინ ღამით ვაკის მაჟორიტარის, ელენე ხოშტარიას ოფისს დაესხნენ თავს. ენმ-ს კანდიდატი ამის შესახებ ინფორმაციასა და დაზიანებული ოფისის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩემ ოფისს ღამე თავს დაესხნენ და ვიტრინა გატეხეს. მესმის, რომ ძალადობრივი მეთოდების გარდა ვერაფერს შვებით, ხალხს თქვენ არ უსმენთ და პრობლემებს არ უგვარებთ .. ვერც სიტუაციას აურევთ, ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ.

არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრეს და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც“ - წერს ხოშტარია პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100