საშინელი კადრები: ხიდიდან სტუდენტის გადახტომა სათვალთვალო კამერამ გადაიღო
სათვალთვალო კამერით გადაღებულ მასალაში კარგად ჩანს, როგორ დადის სტუდენტი წინ და უკან ხიდის იმ ნაწილზე, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვისაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, მასში გადაწყვეტილება თვითმკვლელობის შესახებ თანდათან მწიფდებოდა, მაგრამ შინაგანად ამ გადაწყვეტილებას ებრძოდა. ახალგაზრდა ბიჭი ზოგჯერ ხიდიდან ქვემოთ იცქირება, ბოლოს კი მოაჯირზე ადის და ფეხებგადაკიდებული ჯდება, თუმცა, მალევე ტრიალდება და სახით ხიდის სავალი ნაწილისკენ ჯდება. მისგან რამდენიმე მეტრში შეუჩერებლივ მოძრაობენ ავტომანქანები. ნოულოდნელად, მკვეთრი მოძრაობის შემდეგ ბიჭი ხიდს წყდება და დაახლოებით 35 მ სიმაღლის ხიდიდან ძირს ეშვება. ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარი