თიკა ჯამბურია: "დიახ, მეც გამოვცადე როგორია იყო დამცირებული შენი ორიენტაციის გამო"
მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი ჩემი სამეგობრო მირეკავს და მწერს ისევ ჩემი ჰომოფობიის ამბავზე... მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ამ თემაზე საუბარი... და განგიმარტოთ, რომ მე არ ვარ ჰომოფობი, მე ვგმობ ყველანაირ სიძულვილს ადამიანების მიმართ... მე მყავს ბევრი გეი მეგობარი, რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს და ვამაყობ მათით იმიტომ, რომ უნიჭიერესები არიან, უყვართ თავიანთი საქმე და არასოდეს არ მიგრძვნია მათგან უმცირესობაში მყოფი დაჩაგრული ადამიანების პოზიციაში ყოფნა... მეგობრებო, განსაკუთრებით პატარა ბიჭებო, რომლებიც უსაქმურად დგახართ და ჩემი ლანძღვით დამძიმებულ გულებს იფხანთ... ფეხებზე მკიდია, ვინ რას იტყვის ჩემზე, ფეხებზე მკიდია როგორ გამლანძღავთ... კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამოდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ საღამოზე შეურაცყოფა მომაყენა გეი წყვილმა, რაზეც გავბრაზდი და ვილანძღე სახალხოდ... თითქოს ჩვენ, ნატურალებს გაბრაზების უფლება არ გვაქვს შეურაცყოფაზე... თითქოს შეურაცხყოფილები მარტო თქვენ ხართ. დიახ, მეც გამოვცადე, როგორია იყო დამცირებული შენი ორიენტაციის გამო და ზუსტად იგივენაირად მოვიქრცი, როგორც ხშირ შემთხვევაში თქვენ იქცევით... გამოვდექი და სახალხოდ გლანძღეთ, შემდეგ ბოდიშიც მოვიხადე ))))))) ეხლა კი თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს თავისთვის დაიტოვოს და ერთხელ და სამუდამოდ ეს საშინელი ბანძი და ბინძური თემა დაიხუროს... გისურვებთ წარმატებებს და მიყვარხართ თქვენი თიკა ჯამბურია" - წერს მომღერალი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი