სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გულიაში უნგრულად

750 გრამი ძროხის ხორცი
1 კილოგრამი კარტოფილი
100 გრამი ცხიმი
1 დიდი თავი ხახვი
250 გრამი ტკბილი წიწაკა
250 გრამი პამიდორი
1 სუფრის კოვზი ფქვილი
20 გრამი წითელი წიწაკა
½ ჩაის კოვზი მაიორანი
½ ჩაის კოვზი შავი პილპილი
½ სუფრის კოვზი მარილი

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ცხიმში ღია-ოქროსფერი ფერის მიღებამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, მოვაყაროთ წითელი პილპილი, გადავურიოთ და დავამატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხორცი და სპეციები. დავამატოთ ცოტა წყალი და დავდგათ მოსაშუშად, განუწყვეტლივ ვურიოთ. როგორც კი სითხე დაიწყებს აორთქლებას, ისევ დავამატოთ ცოტა წყალი ან, სურვილისამებრ, მშრალი ღვინო. როდესაც ხორცი დარბილდება, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ზოლებად დაჭრილი წიწაკა, 10 წუთის შემდეგ კი - პამიდორი. ყველაფერს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ხორცისა და ბოსტნეულის საბოლოო გამზადებამდე. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ფქვილის "კლიოცკი" ან მაკარონი. შეგვიძლია ისინი პირდაპირ სუპში ჩავყაროთ (უნგრელები ამ კერძს სუპს უწოდებენ) ან წინასწარ შევწვათ ცხიმში და სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100