გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა ძარცვას უკავშირდება
ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ძარცვას უკავშირდება. ვერსიას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ადგილზე ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ცხედარი 2 დღის წინ იპოვეს, მეზობლების ინფორმაციით, მოკლული ქალის ერთ-ერთი მეგობარი ვერ ახერხებდა მასთან დაკავშირებას, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა.
პოლიციამ ქალის ცხედარი აბაზანაში იპოვა, არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
მეზობლების თქმით, ქალი ორი წლის განმავლობაში ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩა #53-ში მარტო ცხოვრობდა და ის ბელარუსის მოქალაქე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი