სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანის მერვე საპყრობილე ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულმა დატოვა

გლდანის ნომერ მერვე საპყრობილე გუშინ ღამით ჩიორა თაქთაქიშვილის, სერგო რატიანისა და გიგა ნასარიძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულმა გელა მამალაძემ დატოვა.

მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრალდებული 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს.
საქმე სისხლის სამართლის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100